ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველის წარუმატებელი სერია, რომელიც თითქმის 10 თვე გრძელდებოდა შეწყდა.
28 წლის ბასილაშვილმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა და 11 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
1/16-ფინალში ნიკა თურქ ალტუგ ჩელიკბელეკსა და პოლონელ კასპერ ჟუკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ანტალიის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 361 800 ევროა.