მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა .ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შესრულებენ.