ტარიელ ფუტკარაძე მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

05 იანვარი 2021, 17:56 12542 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილი პროფესორი, ენათმეცნიერი  ტარიელ ფუტკარაძესი დღეს მახათას მთაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  დაკრძალეს.  ენათმცენიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით თბილისში, საავადმყოფოში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ტარიელ ფუტკარაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ტარიელ ფუტკარაძე იყო თსუ-ს ახალციხის ფილიალის თანადამფუძნებელი, ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი,  საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი