საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები გათავისუფლდნენ ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი და გიორგი რურუა.
ამ მოთხოვნით მათ პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. შეკრებილების მტკიცებით, ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები არიან, დემოკრატია ვერ იარსებებს. ისინი 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას.