ყველაზე ხშირად გვესმოდა წელს, რომ ექიმი გმირია. მოსახლეობამ კი მათ მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა მადლიერების ტაშით გამოხატა.
წელს ყველაზე მძიმე დრო ექიმებს დაუდგათ. საშინელი ავადმყოფობის წინაშე ისინი წინა ხაზზე დადგნენ და თითოეულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ამ წუთებშიც დაუღალავად იბრძვიან.
უძილო ღამეები, ინფიცირება და დაკარგული კოლეგები და პაციენტები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ახალი წლის მოსვლას იმედით და დიდი შემართებით ელოდებიან და ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე რჩებიან.