უკრაინა ჩინურ ვაქცინას შეისყიდის

30 დეკემბერი 2020, 17:06 929 ნახვა

უკრაინა ჩინურ ვაქცინას შეისყიდის.  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ  კომპანია სინოვაკ-ბიოტეკთან  ვაქცინის მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმა.  უკრაინას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩინური ვაქცინის ერთი მილიონ 800 ათასი დოზა უნდა მიეწოდოს. 

ვაქცინის ერთი დოზის ფასი 504 გრივნაა. კონტრაქტის თანახმად, ვაქცინის პირველი პარტია- 700 ათასი დოზა უკრაინას პრეპარატის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ  30 დღის განმავლობაში მიეწოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი