ხელვაჩაურის საკრებულომ სტიქიურ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობა ესაჭიროება, პროცედურები გაუმარტივა. 2021 წლიდან მათ აღარ მოეთხოვებათ: თანადაფინანსების კომპონენტი და სოციალური სარეიტინგო ქულების ზღვრული ნორმა. აღარ შეფერხდება იმ ოჯახების დაკმაყოფილება, რომელთა პროექტების ღირებულება 20 000 ლარს აღემატებოდა. დოკუმენტების ამ ჩამონათვალს, ხელვაჩაურის მერია 2017 წლიდან დღემდე ითხოვდა მოსახლეობისგან.
მუნიციპალიტეტის დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, რომ მოქალაქეს ევალება, მერიაში მხოლოდ განცხადების დაწერა და გეოლოგიური დასკვნების წარდგენა. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია, ახალი წლიდან კი ელექტრონული ტენდერი უნდა გამოცხადდეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დეპუტატებმა დღის წესრიგით უყარეს კენჭი.
ე.წ კაპრეშუმის დასახლებაში აშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინებით დაკმაყოფილებაა.