პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს. სწორედ დღევანდელი განხილვების პროცესში დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.