განათლების მინისტრმა "მოქალაქეებისადმი მთავრობის ანგარიშის" ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა და საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რაც უწყებამ მიმდინარე წელს განახორციელა. მინისტრის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც "კოვიდ-19"-ის გამო დისტანციურ ფორმატზე გადავიდნენ, სამინისტრომ ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა.
მათი რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4 400 ადგილი.