ტაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. შეჯიბრებაში ინგლისის, კანადის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრება კადეტებში და იუნიორებში 8 წონით კატეგორიაში იმართება. საქართველოდან სულ 18 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 8 ბათუმელია.