აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დღეს უმაღლეს საბჭოს გეგმები გააცნო. კაბინეტი უცვლელია და დამტკიცების შემთხვევაში პოსტებს იგივე მინისტრები დაიკავებენ.
მომავალ წელს პანდემიიდან გამომდინარე პრიორიტეტული იქნება სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 30%-ით გაიზრდება, შემოსავლების კუთხით კი გაძლიერდება ინვესტორების მოზიდვის მიმართულება.
კაბინეტის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. ქართული ოცნება კი უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი.