არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა, რომელიც აჭარისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია - რიჟვაძე

24 დეკემბერი 2020, 14:05 978 ნახვა

თორნიკე რიჟვაძეს დღეს საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში უსმენენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ეკონომიკის გაძლიერება უნდა მოხდეს. 

„გლობალური გამოწვევის დაძლევასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა, რომელიც როგორც ქვეყნისთვის, ასევე აჭარისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამიტომ ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების მიზნითაც გვმართებს ოპერატიულად და ეფექტურად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. სწორედ ეს პრიორიტეტებია წარმოდგენილი სამოქმედო გეგმაში, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს'' - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მიმართულებით რეგიონში სიტუაცია დასტაბილურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი