ქუთაისში მოვაჭრეები ბაზრობების გახსნას ითხოვენ 

24 დეკემბერი 2020, 12:32 1095 ნახვა

ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და იძულებულები არიან ქუჩაში გამოვიდნენ. ამბობენ, რომ თუ სეზონური პროდუქცია, ახალი წლის პერიოდში არ გაყიდეს ზარალდებიან.

მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ მხოლოდ მოლები გახსნა. ისინი რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი