აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები 13 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა. თავი შეიკავა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა განმარტა, რომ მას ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია. მომხსენებელი უმაღლეს საბჭოში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით ცვლილებები შეეხო ისეთ ღონისძიებებს რომელთა ჩატარება პანდემიის გამო შეუძლებელი იყო. ასევე შემოსავლები შემცირდა დაწესებულებებისთვის რომლ3ბმაც პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების პირობებში სრულფასოვანი მუშაობა ვერ შეძლეს. ძირითადი თანხა ათვისებულია ისეთ პროექტებში როგორიცაა მაჭახლის ხეობაში "ეთნო სოფლის" მშენებლობა, ოცნების ქალაქში ბინების მშენებლობა და ბათუმის სტადიონი.