ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტება უმაღლეს საბჭოში შესვლაზე

22 დეკემბერი 2020, 11:36 1312 ნახვა

“ნაცმოძრაობამ” მეორე ტური გამიყალბა, ამ პარტიას ჩემი ვალი ჰქონდა და ვალი დავიბრუნე – „ ეს განცხადება უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილი ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“ გააკეთა. ირაკლი ჩავლეიშვილი რომელმაც უმაღლესი საბჭოს  მანდატზე უარის თქმა გადაიფიქრა , მედიასთან  პირველად გუშინ გამოჩნდა. ამბობს, რომ პირველივე  დღეს , როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ   მიიღო ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ამით  თამასა მაღლა  აწიეს. დეპუტატის განცხადებით, ის არ იყო ბოიკოტის რეჟიმის მომხრე, ამის შესახებ მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს პირადადაც უთხრა, თუმცა განცხადებას ხელი მაინც მოაწერა. ჩავლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ 7 დეპუტატს შორის ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი სხვებსაც ჰქონდათ. მანდატზე უარის თქმა კი მაშინ გადაიფიქრა,  როცა გრიგოლ ვაშაძემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მიაჩნია, რომ თუ საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა მარტო ქუჩაში ვერ მოხდება პრობლემების გადაწყვეტა. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს ამ დრომდე ფიქრობს, რომ იგი გაყალბდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი