უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

21 დეკემბერი 2020, 20:03 1043 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა ისევ ოპოზიციის გარეშე გაიმართა. დეპუტატებმა განსაზღვრეს სესიაზე განსახილველი საკითხები. მათ შორის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების და ასევე საბჭოში პეტიციის ინსტიტუტის შექმნის შესახებ.

2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით,  რესპუბლიკური ბიუჯეტი  საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 33 მილიონი ლარით და  2021 ბიუჯეტი განისაღვრა 304 მილიონი ლარით. ასევე  ახალი კორონავირუსის ღონისძიებებისათვის 6 მილიონ 460 ათასი ლარი გადაეცემა  ტურიზმის დეპარტამენტს.

რაც შეეხება პეტიციის ინსტიტუტის შექმნას, საკითხის დამტკიცების  შემთხვევში  200 ხელმოწერით შესაძლებელი იქნება საბჭომ  მოქალაქეების ინიციატივებზეც  იმსჯელოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი