ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა. საკუთარი პროგრამა დღეს მინისტრობის 4 -მა კანდიდატმა წარადგინა.
სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ მინისტრობის კანდიდატებმა ლევან დავითაშვილმა, მაია ცქტიტიშვილმა, ივანე მაჭავარიანმა და ნათია თურნავამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, თუმცა სხდომას მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ანაკლიის პორტის ოპერირება დაასახელა. საგარეო ვალი, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ქვეყანას ბევრი აქვს და უნდა შემცირდეს. ივანე მაჭავარიანი ახალი სტრატეგიაზე მუშაობას აანონსებს.