ვიზარიბელარიზაციის პროცესი

25 აპრილი 2016, 00:00 5092 ნახვა

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, ევროპარლამენტში შესაძლოა, დღეს იმსჯელონ. საკითხს სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში განიხილავენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭის საყრელად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. დამტკიცების შემთხვევაში კი მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადაწყვეტილებას ევროსტრუქტურები უმოკლეს ვადებში მიიღებენ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში