მესამე სექტორი სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს. მიიჩნევენ, რომ უფრო მეტი თანხა ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციისთვის უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე მათ გამოვლენასა და დასჯისთვის. მმართველ გუნდში კანონის ლიბერალიზაციას აანონსებენ. საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვა სასამართლო დავის საგანიც გახდა. რამდენიმე დღის წინ, 70 გრამამდე მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება ბექა წიქარიშვილის საქმეს დაეყრდნო.