საარჩევნო აგიტაციის მასალები ბათუმის ქუჩებში

20 დეკემბერი 2020, 18:15 1574 ნახვა

სააგიტაციო მასალების ჩამოსახსნელად პოლიტიკურ პარტიებს ვადა ამოეწურათ, თუმცა პლაკატები ისევ რჩება რამდენიმე ადგილას, ძირითადად, სამშენებლო ღობეებზე. საარჩევნო კანონმდებლობით, პარტია ვალდებულია ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 15-დღეში მათ მიერ განთავსებული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნან, სხვა შემთხვევაში კანონი ჯარიმას ითვალისწინებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექტირების სააგენტომ პარტიები მოსალოდნელი სანქციის შესახებ უკვე გააფრთხილა.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, კანონით გათვალისწინებულ ვადებში პარტიებმა ნებისმიერი ადგილიდან თავად უნდა ჩამოხსნან სააგიტაციო მასალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში