ავტოავარია ბათუმში -დეპუტატობის კანდიდატი მართვის მოწმობის გარეშე?

22 ოქტომბერი 2016, 00:00 2617 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ავარიის დროს ერთ-ერთ ავტომანქანას სავარაუდოდ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე მართავდა, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით,  მართვის მოწმობა არ ჰქონდა. იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ადასტურებს, რომ მართვის მოწმობა არ აქვს, არ აკონკრეტებს, იჯდა თუ არა თავად საჭესთან, მაგრამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.  ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა, დაზარალებულს, როგორც ბათუმის სასწარაფო დახმარების ცენტრში განმარტეს, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს,  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობისუფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.  იურისტების განმარტებით, დეპუტატობის კანდიდატი იმუნიტეტით სარგებლობს და მომხდარი მისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება. თუ კი მას დანაშაული დაუმტკიცდება, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდება.  

ამავე კატეგორიაში