იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის- მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ეს აღნიშნული ცვლილება განხორციელდება. ახალ მთავრობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.