განათლების სამინისტროსგან პლანშეტებს უსასყიდლოდ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები მოზარდები მიიღებენ, რომელთა ქულა 100 ათასამდეა და სამი ან სამზე მეტი მოსწავლე ცხოვრობს. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით პროგრამის მთავრი მიზანი დისტანციური სწავლების პროცესში განათლების მიღების ხელშეწყობაა. განათლების სამინისტრო 1 000-ზე მეტ პლანშეტს შეიძენს, რაზეც მომავალი წლის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, უწყება პარალელურად ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზეც მუშაობს.