პროკურატურამ პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა. 23 წლის ქალის ცხედარს ხუთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ მანქანაში ტყეში მიაგნეს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობდა. ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიებაში ეფბიაის ჩართვას ითხოვდა.
უწყების მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ადგილი არც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და არც თვითმკვლელობამდე მიყვანას ჰქონია. ოჯახი ვერსიას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.
დეტალები, რაც დღეს საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა და ოჯახის უფლებადამცველის პოზიცია.