ქობულეთში უფასო სადილი 300 ბენეფიციარს ერგება

17 დეკემბერი 2020, 18:00 1407 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალ წლის ბიუჯეტში 300 ბენეფიციარის კვებისთვის  ორას ოცი ათასი  ლარია გამოყოფილი.  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა.

შპს. „მანიბას“ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მუნიციპალური უფასო სასადილოს მომარაგება, კერძების მომზადება და მომსახურება ევალება. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, არსებულ 280 ბენეფიციარს კიდევ 20 ადამიანი დაემატა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი