სასტუმროებს, რომლებიც საახალწლოდ სტუმრებს ელოდებიან შევახსენებთ, რომ კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით აკრძალულია

17 დეკემბერი 2020, 12:11 6100 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის 23 მაისის განკარგულებით ქვეყანაში აკრძალულია კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით, ამიტომ სასტუმროს მეპატრონეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან. 

მისივე თქმით, წერილობითი გაფრთხილება სასტუმროების მეპატრონეებს უკვე გადაუგზავნეს. 

''ყველას შევახსენებ და განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. ეს არის იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილება, რომლის თანახმადაც იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით. აქედან გამომდინარე ყველა სასტუმროს, რომელიც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებ რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული, მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს და რა თქმა უნდა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს ახალი წელი არის განსხვავებული. 

ეს ახალი წელი შედგება იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი გვაქვს.  მართალია მოკრძალებული დადებითი ტენდენციები არის,  წერტილოვანი შეზღუდვების კვალობაზე და ძალიან ვუფრთხილდებით ოპტიმისტურ ნიშნებს. ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, ვიზეიმოთ მოკრძალებულად. 

ნუ დავარღვევთ კანონით დაწესებულ შეზღუდვებს. 

 გაფრთხილება წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს, ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან და მოვუწოდებთ ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს''- განაცხადა თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში