საქველმოქმედო კონცერტი მზია ოქრაძის დასახმარებლად

05 აპრილი 2016, 00:00 4508 ნახვა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მზია ოქრაძის დასახმარებლად ერთიანდება. სამოქალაქო მონიტორინგისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ინიციატივით, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებას 14 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვება კლინიკა მედ-ცენტრიც. სამკურნალო დაწესებულება მზადაა მზია ოქრაძეს ოპერაციისთვის გარკვეული თანხა გადაურიცხოს. მე შეგახსნებთ, 32 წლის მზია ოქრაძეს ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა ესაჭირეობა, რისთვისაც 125 000 ლარია საჭირო. ოჯახმა კი ამ დრომდე მხოლოდ 20 ათასი ლარის შეგროვება შეძლო.

ამავე კატეგორიაში