არასამთვარობო ორგანიზაციები თბილისის მერიას დემონტაჟის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

16 დეკემბერი 2020, 11:46 854 ნახვა

საია მოუწოდებს ქალაქის მერიას აფრიკის დასახლებაში შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი და გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა.  ორგანიზაციის განმარტებით, მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა. მათივე განმარტებით, ქალაქის მთავრობას არ გააჩნია მგრძნობელობა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ნაცვლად ჰუმანური პოლიტიკის გატარებისა, მერია ამგვარ ნაგებობებში მცხოვრებ პირებს ტოვებს ღია ცის ქვეშ, რაც მათ განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აყენებს. ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი