ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შედის. ის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის სახელით მოიპოვა დეპუტატის მანდატი და საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, იგი დროებით იჩერებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობას. განმარტავს, რომ მისი და პარტიის დამოკიდებულება ბოიკოტირებასთან დაკავშირებით „რადიკალურად განსხვავდება“. ირაკლი ჩავლეიშვილს გუშინ ხელი არც ოპოზიციის მემორანდუმზე მოუწერია, როგორც ეს არჩეულმა 6-მა დეპუტატმა გააკეთა, უმაღლეს საბჭოში არ შესვლასთან დაკავშირებით.