ოპოზიციის ერთობა კვლავ ნარჩუნდება და ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის - ელგუჯა ბაგრატიონი

16 დეკემბერი 2020, 11:21 838 ნახვა

რესპუბლიკური პარტიის, აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გუშინ პარტია დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

''ის უმაღლეს საბჭოში იქნება ჩვეულებრივი ქოცი საბჭოთა დეპუტატი'' - ეს განცხადება ელგუჯა ბაგრატიონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა კვლავ ნარჩუნდება და ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის. 

მისივე თქმით, ჩავლეიშვილის პროპორციულ სიაში ჩაწერა, ბლოკში გაერთიანებული, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება იყო. 

''არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ირაკლი ჩავლეიშვილი მეთხუთმეტე წევრად შევიდოდა თუ არა. ოპოზიციური ძალა კვლავ რჩება ერთიანი, რჩება თავისი ამომრჩევლის ერთგული და ის გადაწყვეტილება რაც პარტიებმა მივიღეთ არის ძალაში. ირაკლი ჩავლეიშვილზე მართლა გულწრფელად ვწუხვარ.  როდესაც შევიკრიბეთ და გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ, რომ ვრჩებოდით ამომრჩევლის ერთგული, ირაკლი ჩავლეიშვილის პასუხიც იყო, რომ ის პარტიის ერთგული რჩებოდა, მაგრამ.... 

იმ ადამინმა რომელიც 43 დღის განმავლოაბაში მიუხედავად სიცივისა, წვიმისა, დარბევისა და დაჭერებისა , ახალგაზრდებს უღალატა, რა თქმა უნდა გაუჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება. უმაღლეს საბჭოში იქნება ჩვეულებრივი ქოცი საბჭოთა დეპუტატი'' - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. 

გიორგი კირთაძის განცხადებით, ირაკლი ჩავლეიშვილის უმაღლეს საბჭოში შესვლით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა რეჟიმთან აქვს საზოგადოებას საქმე. 

,,ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი ოპოზიცია არ შესულა უმაღლეს საბჭოში, მეთხუთმეტე ქოცი დეპუტატით გაძლიერდა ''ქართული ოცნება''.

ირაკლი ჩავლეიშვილის გუშინდელი ნაბიჯი შეიძლება დადებითადაც შევაფასოთ იმ ჭრილით, თუ რასთან და რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთად დავწერეთ განცხადება, ვაპირებდით უსკოსთვის მიგვემართა სიიდან საკუთარი თავის ამოღების შესახებ. და ვხედავთ გუშინდელ განცხადებას. კარგად ხვდებით რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა დონის საფრთხესთან გვაქვს საქმე. ირაკლი ჩავლეიშვილია ნათელი მაგალითი რატომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება'' - განაცხადა ენმ წევრმა გიორგი კირთაძემ.  

ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა, ამ ეტაპზე აღნიშნული განცხადება აღარ იძებნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში