ბრალი 25 ლარის ქურდობისთვის

22 ოქტომბერი 2016, 00:00 3467 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო  გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კიწმარიშვილის  საქმეს განიხილავს.  პროცესი  მომავალი კვირისთვის  გადაიდო. მიზეზი პროკურორის შეცვლა გახდა, ზურაბ კონცელიძის ნაცვლად სხდომაზე გამოცხადებულმა ლევან მურვანიძემ   საქმის შესწავლისთვის დამატებით ერთი კვირა ითხოვა. თუმცა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა  და  პროცესი  26 ოქტომბრისთვის ჩანიშნა. გიორგი კაკაბაძე  და ხვიჩა კიწმარიშვილი  21 ივლისს პორტატული კომპიუტერის ქურდობისთვის დააკავეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ნივთი დაზარალებულის ბინაში აღმოჩნდა,  მათ მიმართ დავა გამოყენებული სუნამოსა და 25 ლარის მოპარვის ბრალდებით გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, კაკაბაძე და კიწმარიშვილი წვრილმანი ქურდობისთვის დააკავეს,  რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი