გასულ დღეებში, ბათუმში დეკემბრისთვის უჩვეულოდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში +21, +23 გრადუსი ფიქსირდებოდა და პერიოდულად ქროდა აღმოსავლეთის ცხელი ფიონი.
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი დღეს შენარჩუნდება, ტემპერატურა ბათუმში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
16 და 17 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია პერიოდულად წვიმიანი ამინდი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +11, +13, მთაში +6, +8 გრადუსი იქნება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე.
18 დეკემბრიდან გამოიდარებს.