ხვალიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება ცალმხრივი იქნება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება გამარტივდება და შემცირდება საცობების რაოდენობა.
კონკრეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მერიის საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ.