იგეგმება თუ არა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება - მინისტრის მოადგილის განმარტება 

14 დეკემბერი 2020, 12:24 2931 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 24 დეკემბერს დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე. 

თამარ გაბუნიას თქმით, გადამწყვეტი იქნება მიმდინარე კვირის მონაცემები. 

''ერთი კვირა უნდა დავაკვირდეთ, ანუ ეს ერთი კვირა იქნება ჩვენთვის ეპიდემიოლოგიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რომ დავრწმუნდეთ, რეალურად ის ტენდენცია რომელიც უკვე არის, შენარჩუნდება თუ არა. ამდენად ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები სხვა დანარჩენ ქმედებებთან დაკავშირებით. ეს იქნება დამოკიდებული ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიურ სურათზე. ციფრები რასაც გვეტყვის ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი.

ამაზე უფრო დეტალურად ვერ გიპასუხებთ. დამატებით კონსულტაციები იქნება იმის მიხედვით რა ეპიდემიოლოგიური სურათი გამოიკვეთება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. დღევანდელი მდგომარეობით სურათი და გეგმა არის ისეთი როგორიც იყო გაცხადებული.

ამ კვირაში იქნება კიდევ ერთხელ დაკვირვება და ანალიზი. ბიზნესთან კონსულტაციები ყოველთვის იყო, ეს პროცესის ნაწილია და ასეც გრძელდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე უკვე მსჯელობენ, საკოორდინაციო საბჭო კი გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. 

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში. იგივე 24 თუ 25 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში. უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას ერთი კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის დაბალანსებულ გადაწყვეტილებას.

ჩემი რეკომენდაცია არის ყოველთვის უფრო მკაცრი.

ეს საკითხი იყო დღეს განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში სიტუაციას და კვირის ბოლოს მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. თუ რა ზომით და რა მაშტაბით უნდა იქნეს ან არ იქნეს შემსუბუქება. კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება  გაიხსნას და რა არა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურია, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ გადაწყვეტილებას. გასათვალისწინებელი ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ.'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში