პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. საკანონმდებლო ორგანომ დღეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც აარჩია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 ქალია.
რაც შეეხება იმ საპარლამენტო თანამდებობებს, რომლებიც ოპოზიციას ეკუთვნოდა, კვოტით ის ადგილები თავისუფალი დარჩება, მთავრობა კი დროებით მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადადის, სანამ ახალი პარლამენტი კაბინეტს არ დაამტკიცებს.