პარლამენტმა თავმჯდომარე, სპიკერატი და კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

11 დეკემბერი 2020, 16:46 1234 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე აირჩია, თანაგუნდელებმა პოსტი არჩილ თალაკვაძეს ჩააბარეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დააკომპლექტეს სპიკერატი და კენჭი უყარეს კომიტეტების თავმჯდომარეებსაც.

პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი გიორგი ვოლსკიმ, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა კახა კუჭავამ და დავით სერგეენკომ ჩაიბარეს.

დეპუტატებმა პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილებასაც უყარეს კენჭი და ერთგულების ფიცი დადეს.

დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შემდეგ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი;

პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.  პირველ სხდომას 88 წევრი დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში