''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი კირთაძე ალეკო ელისაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მიმართავს. კირთაძე ოპონენტებს ურჩევს საარჩევნო ოქმები გადაათვალიერონ.
ოპოზიციის ერთ - ერთი ლიდერი აჭარაში, ირწმუნება, რომ მაშინ ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ტყუის, როდესაც განცხადებას აკეთებს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ''ქართული ოცნების ''სასარგებლოდ 1 %იანი მეტობის გამოვლენის შემთხვევაში, კობახიძე პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს.
გიორგი კირთაძის თქმით, მის ხელთ არარსებული სპეცუბნების ოქმებზე ნათლად ჩანს გაყალბებული არჩევნების კვალი და დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა.