ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 53, პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის კი 737 მოქალაქე დააჯარიმა. მათ შორის არიან ისინიც, ვინც 21-დან 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს.