„ჩვენი გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილება- უარს ვამბობთ მანდატებზე, სიასაც ჩავხსნით“- ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბოლოო პოზიცია. ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება „ლელომაც“, გამოიწვიეს სია, თუმცა უარს არ ამბობენ დიალოგზე „მმართველ გუნდთან“. ვინ იტყვის საბოლოოდ საპარლამენტო მანდატზე უარს და ვინ არა - ხვალ გავიგებთ, მოსაფიქრებლად ოპოზიციას 18 საათი აქვს.
ცნობილია, რომ თუ დეპუტატები მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტს მიმართავენ, ასეთ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა დააკმაყოფილებს.