„ლელომ“ პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო - მამუკა ხაზარაძე

10 დეკემბერი 2020, 17:24 1282 ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა, საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვას.

„ლელოში'' ჩატარდა გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომა. განვიხილეთ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს და ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებდით, გამოვიწვიოთ საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ მანდატებზე, რომელიც გვაქვს. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა სხვა გამოსავალი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში