ხელვაჩაურის ბიუჯეტის პრიორიტეტები

10 დეკემბერი 2020, 11:39 1122 ნახვა

20 მილიონ 418 ათას 9 ლარი იქნება ხელვაჩაურის 2021 წლის ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კოვიდ პანდემიის გამო 520 ათასით ლარი დაემატა ჯანდაცვას, თანხა ახალ პროგრამაზე დაიხარჯება. რაც მოწყვლადი ჯგუფების 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებას ითვალისწინებს. საერთო ჯამში  სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სფეროსთვის ხელვაჩაურის მერიამ მილიონ 331 ათას 604 ლარი  გაითვალისწინა. 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის სამი მილიონი ფერდ სამაგრ სამუშაოებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი