ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი

10 დეკემბერი 2020, 11:36 868 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე  საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს, რაც  განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე ისაუბრებს რუსეთის  მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ყურადღება  გამახვილდება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, სამხედრო წვრთნებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის,  ირაკლი ბებუას დაკავებაზე, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი პატიმრობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში