ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მე-5 რაუნდი ხვალ უნდა შედგეს. ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება გადამწყვეტი იქნება, რიგი ოპოზიციონერი წევრებისთვის პარლამენტში შესასვლელად. ბოლო მოლაპარაკებამდე ოპოზიცია თავის პოზიციებს შიგნით ათანხმებს. მოვლენათა ეპიცენტრი „ლელოს“ ოფისია.
თუ ხელისუფლება თავის ოპოზიციებს არ დათმობს პარლამენტი ერთპარტიული იქნება - ასეთი იყო ოპოზიციის პოზიცია დღესაც. მათ კი ვინც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ინდივიდუალურად გადაწყვეტს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისს უწინასწარმეტყველებს.