“უბარიერო პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არა მხოლოდ მე შევალ პარლამენტში, არამედ მოვუწოდებ კოლეგებსაც - ეს იაგო ხვიჩიას პოზიციაა”. ამ განცხადებას წინ უსწრებდა ალეკო ელისაშვილის ვიდეომიმართვა, რომელშიც ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ თუ არჩევნების საკითხზე "გაწიკწიკებული" დოკუმენტი შეიქმნება, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს. ის, ამ წუთებში “ლელოს”ოფისში გამართულ ოპოზიციის შეხვედრას არ ესწრება.
შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთობას? – მოსაფიქრებლად პოლიტიკოსებს 48 საათზე ნაკლები რჩებათ. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას დღეს მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო, ოპოზიციას კი საფიქრებელი გაუჩინა. გიგა ბოკერია პუტინის რუსეთის მართვის მოდელს უწოდებს კობახიძის ინიციატივას, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.
ასევე დაანონსა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, კი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ის პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება. მიმდინარე ამბების ფონზე კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეთანხმება მოხდება და მეხუთე რაუნდის მოლოდინშია.