ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ - ალეკო ელისაშვილი

09 დეკემბერი 2020, 16:13 1263 ნახვა

,,ბოკერიას პარტია დადის შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები'' - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ.

„იმ დროს, როცა ჩვენ გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ელჩები გვეუბნებიან, მოდით პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა რაზეც აქ ვლაპარაკობთ, პროცესი დაზიანდება და ასეთი მოლაპარაკებებით შეთანხმებამდე ვერ მივალთო. იქ რაღაც თანამდებობებსა და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ- ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში. წავიდა, კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი რა ეგონა?! რას იზამდა?! რას მიაღწევდა?! და ახლა უნდა ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ.

მე არ მინდა, რომ ჩავშალო. ჩემთვის 31 ოქტომბერს საზიზღარი არჩევნები იყო, არჩევნები გაყალბდა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს „ქართულმა ოცნებამ“. ახლა რომ გვეუბნება, შემოდით პარლამენტში ვითომ არაფერი მომხდარაო, ვინ შევა? მე?! ან ვინ შევა?! პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და იმ მოლაპარაკებებზე მიდის პოლიტიკური ფასის გადახდაზე ლაპარაკი, როგორ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევებისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც იმ მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, ან მე, ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები და არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ, როგორც ზეიმზე,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში