მეოთხე რაუნდის შედეგები

09 დეკემბერი 2020, 11:26 995 ნახვა

2 დღე რჩება პარლამენტის პირველ სხდომამდე - თუმცა საზოგადოება და პოლიტიკოსები ისევ მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის მოლოდინში არიან. სავარაუდოდ, ელჩების შუამავლობით პოლიტიკური ოპონენტები დღის მეორე ნახევარში ისევ შეიკრიბებიან. როგორც წინა შემთხვევებში, მე-4 რაუნდიც უშედეგო აღმოჩნდა. “ქართული ოცნების” პოზიცია ურყევია – განმეორებით არჩევნებს არ განიხილავენ. ამავდროულად, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მარტო არ შევლენ პარლამენტში. ოპოზიციისთვის ეს იმედი სრულიად გაუგებარია, რადგან ხელისუფლება არც კი განიხილავს ოპონენტების ოთხპუნქტიანი შეთავაზების მთავარ საკითხებს. ოპოზიცია კი მოთხოვნების შესრულებამდე მანდატებზე კვლავ უარს ამბობს.  პარალელურად, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი რიგებიდან რამდენიმე პირი შესაძლოა მაინც შევიდეს ახალ პარლამენტში. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი