იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 დეკემბერი 2020, 14:46 1015 ნახვა

იმერეთის გუბერნატორ  ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება.გუბერნატორთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილეც.

იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" 84 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა.

დღეისთვის კლინიკაში 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები, ხანდაზმულები და ბავშვები. კლინიკას დღეს 11 ორსული დატოვებს, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაამარცხეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი