მაღალმთიანეთში პედაგოგები მთის კანონით გათვალისწინებულ 35 პროცენტიან დანამატს ოქტომბერში ვერ მიღებენ. აცხადებენ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. გია აბულაძის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მასწავლებლებმა მიაწოდეს. აჭარის განათლების სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ, სადაც განმარტავენ რომ ხელფასების საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. საქართველოს განათლების სამინისტროში კი კომენტარს მოგვაიენბით დაგვპირდნენ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით პედაგოგებსაც, რომლებიც ფაქტს პირად საუბრებში ადასტურებენ, თუმცა სატელევიზო კომენტარისგან ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ.