ხმაური პარლამენტთან- დაკავებულია 2 პირი

05 დეკემბერი 2020, 20:13 283 ნახვა

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.როგორც უწყებაში აცხადებენ, სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ ჰქონდათ სურვილი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე წარწერები გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც არ მისცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში