სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები-აცხადებს სახალხო დამცველი.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, იმაზე, რომ მაღალია ვირუსის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი, და რომ ვირუსით გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე. ნინო ლომჯარია მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია კოვიდ 19-ის შემთხვევების აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე.